ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებს. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე, სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დაცვა ის ფიგურა არ არის, რომ მასზე ისაუბროს.”დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილი, რომ ვილაპარაკო. მაგას აუცილებლად გავუშვებ”, - განაცხადა მეუფე იაკობმა.