08:37
26 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ერთი წიგნი
მაფიოზური ოჯახის ისტორია, რომლის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 269 მილიონი დოლარი შემოსავალი მოიტანა - მარიო პიუზოს "ნათლია"
15-06-2018

"ნათლია", იტალიური წარმოშობის ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის, მარიო პიუზოს კრიმინალური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1969 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისურ ენაზე გამოიცა და გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველის ყურადღება, წიგნი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიაში, რომანი, 67 კვირის განმავლობაში იყო და გაიყიდა მისი 9 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი, 2 წლის განმავლობაში.

წიგნის სიუჟეტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში  1945 დან 1955 წლების ჩათვლით ვითარდება . ნაწარმოები დეტალურად აღწერს ნიუ იორკში მცხოვრები, მაფიოზური ოჯახის ისტორიას, რომელსაც დონ ვიტო კორლეონე ხელმძღვანელობს. მაფიის ხელმძღვანელი  ათხოვებს ქალიშვილს, იმავე დროს მისი ვაჟი მაიკლი მეორე მსოფლიო ომიდან ბრუნდება, რომელიც ომის გმირი და ოჯახის სიამაყეა, თუმცა არ სურს მაფიის სამეებში ჩარევა. დონ კორლეონე, ტრადიციების ერთგული და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგია რაც ხელს არ აძლევს სხვა მაფიის წარმომადგენლებს , ამ უთნახმოების საფუძველზე წამოწყებული მტრობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება. მოწინააღმდეგეები თავს ესხმიან კორლეონეს, რომელიც გადარჩება, თუმცა იძულებული ხდება დროებით საქმეებს ჩამოშორდეს. ოჯახის გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ მისი ვაჟი მაიკლი თავის თავზე იღებს ოჯახის მართვას.

AutoPlay
ირლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილის სესილია აჰერნის რომანი "სიყვარულით, როზი" - წიგნის ეკრანიზაცია თინეიჯერების ერთ-ერთი საყვარელი ფილმია
07-12-2018
კეიტ ატკინსონის "გაუხსნელი საქმეები" - "ეს არის წიგნი, რომელიც ხალხს უნდა ანახო და თან უთხრა: "შენ ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო!"
29-11-2018
დრამატული ისტორია მატარებლით მგზავრობისას დაკარგულ ბავშვზე, რომელსაც ოჯახი 25 წლის შემდეგ პოულობს - სარუ ბრაიერლის "გრძელი გზა შინისკენ"
09-11-2018
წიგნი, რომლის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე - ნიკ ჰორნბის "ბიჭის შესახებ"
28-10-2018
50 ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში - სანდრა ლოურენსის "გასაოცარი ქალები"
20-10-2018
ერიკ რისის "წარმატებული სტარტაპი", რომელიც "ნიუ იორკ თაიმსის" ბესტსელერების სიასა და "ამაზონის" ყველაზე გაყიდვად ბიზნეს წიგნებს შორისაა
12-10-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები