მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "რეალმა" "ალ აინს" 4:1 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მადრიდელთა თავდამსხმელი, გარეთ ბეილი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ეს ტურნირი ისტორიაში მეოთხედ, ხოლო უკვე სამი სეზონია ზედიზედ იგებს. ფინალში რეალის მხრიდან თავი ლუკა მოდრიჩმა, მარკოს ლორენტემ და სერხიო რამოსმა გამოიჩინეს, ერთი გოლი ალ აინის ნახევარმცველმა იაჰია ნადერმა საკუთარ კარში გაიტანა.