მადრიდის რეალმა ანტონიო რიუდიგერი ოფიციალურად წარადგინა. გერმანელმა მცველმა, რომელიც 'სამეფო კლუბს' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და 22-ნომრიანი მაისური მოირგო, რადგან მისი საყვარელი ორიანი გუნდში დაკავებულია.გერმანელმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მისი გადაბირება ბარსელონასაც სურდა, მაგრამ მისთვის არჩევანი ძალიან მარტივი იყო - მას მხოლოდ რეალში თამაში უნდოდაშეგახსენებთ, რომ ანტონიო რიუდიგერმა კარიერა შტუტგარტში დაიწყო, შემდეგ რომას ღირსებას იცავდა, ხოლო ჩელსიში 2017-2022 წლებში ჩატარებულ 203 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.