4 იანვარს უწმინდესს 86 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქოში საზეიმო მიღება გაიმართა. პატრიარქს იუბილე პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს. მიღებაზე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც იმყოფებოდნენ. მათ ილია მეორეს დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს.
"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის. 41 წელია, მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და მადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ. ღვთის წყალობა რომ არ ყოფილიყო და თქვენი სიყვარული, ეს შეუძლებელი იქნებოდა," - განაცხადა ილია მეორემ.