საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. საკითხის კენჭისყრამდე კარლო კოპალიანმა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, მინისტრთა კაბინეტსა და დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.
"მადლობა მედიას, მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს, მადლობა ჩემს კოლეგებს. მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამინს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩვენ ირგვლივ მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება" - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
კოპალიანის თქმით, ეს მისი წასვლა იქნება პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს გუნდის წევრი მადლიერი ტოვებს და ეს ტრადიციად უნდა იქცეს.