ინდოეთის ოკეანეში, იემენის რესპუბლიკასთან მდებარე კუნძული სოკოტ-რა, დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ მოსწყდა აფრიკის კონტინენტს. მი-ლიონობით წლით იზოლირების გამო ღრმა მარადმწვანე ხეობებით დასერილი გაუდაბნოებული ფერდობები საოცარი რელიქტური მცენარეებითაა დაფარული. რაც მთავარია, სოკოტრა უძველესი დროიდან მსოფლიოს საკმევლით ამარაგებს.