თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტმა შესაძლოა, მიმდინარე სასესიო კვირას განიხილოს. შესაბამისი წინადადება ბიუროს სხდომაზე ინიციატორი ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა. საკითხის განხილვის მოთხოვნით პარლამენტში მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა.