კარვების გაშლის აკრძალვის შემდეგ, შვილმოკლულ მამებს, ხელისუფლება, ღია ცის ქვეშ პროტესტსაც უკრძალავს. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მერიიდან გაფრთხილება მიიღეს, რომ იწყება საახალწლო სამზადისი და რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ. მერიის უარს ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგანგებო განცხადებით უპასუხეს. მათი განცხადებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ.