საბურთალოზე, შავიშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას დეველოპერული კომპანია მ2-მა უპასუხა.როგორც მ2-ში აცხადებენ, მშენებლობის პროექტს კომპანია არ უყურებს როგორც ერთი ტერიტორიის ჭრილში განხორციელებულ პროექტს და განიხილავს როგორც ერთიანი უბნის კონცეფციის განვითარების გეგმას.როგორც დეველოპერული კომპანია მ2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ ტერიტორიაზე დაიწყება ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება, რომელიც მცხოვრებლებს ახალ საცხოვრებელ კომპლექსში გადასვლის საშუალებას მისცემს.