ლვოვში, თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ლვოვში, თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

2019-10-04 12:08:06+04:00

ლვოვში ანტონოვ-12 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი საწვავის შესავსებად ეშვებოდა, თუმცა დაშვებამდე ის რადარებიდან გაქრა.