ფუფუნების პროდუქციის ფრანგული მწარმოებელი კომპანია LVMH (ლუი ვიტონი) ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. აქამდე ეს ტიტული კვების პროდუქტების შვეიცარულ მწარმოებელს Nestle-ს ეკავა.
Finaria-ს ანალიტიკოსების ინფორმაციით, ფრანგული კონგლომერატის კაპიტალიზაცია გასულ კვირას 319 მილიარდ 400 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, Nestle-ს კაპიტალიზაცია კი 292 მილიარდ დოლარად. ახლა კი ფრანგული კომპანიის ღირებულება 328 მილიარდ 900 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და მთელი 20 მილიარდით მეტია შვეიცარული Nestle-ს 308 მილიარდ 700 მილიონიან კაპიტალიზაციაზე.
შედეგად LVMH (ლუი ვიტონი)გახდა ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, თუმცა ის მხოლოდ 21-ე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში, სადაც 2 ტრილიონ 100 მილიარდი დოლარის კაპიტალით ლიდერობს Apple.