"ლურჯი ვეშაპი" ასევე სხვა სახიფათო ვებ.გვერდებით გამოწვეული ძალადობა, მიჯაჭვულობა და დეპრესია - ამ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ინტერნეტმა" სასწავლო დაწესებულებებში ტრენინგები დაიწყო. პირველი შეხვედრა კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან გაიმართა. განსაკუთრებული ყურადრება გამახვილდა ბოლო დროს აქტუალურ თამაშზე "ლურჯი ვეშაპი", რომელსაც მოზარდები სიუციდამდე მიჰყავს . მოსწავლეებს განუმარტეს როგორ დააღწიონ თავი ინტერნეტ მოძალადეებს. "მწვანე ინტერნეტის" მიერ ორგანიზებული პრეზენტაციები თბილისის სხავადასხვა სასწავლო დაწესებულებეში, ასევე საქართველოს რეგიონებში ჩატარდება.