ზოლიანვეშაპისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ლურჯი ვეშაპი პლანეტის უმსხვილესი ძუძუმწოვარაა, რომლის ხახაში, მეცნიერების მტკიცებით, თავისუფლად დაეტევა 24 კვ/მ-ის კეთილმოწყობილი ოთახი. ცხოველის აორტის დიამეტრი საშუალო ზომის სათლის ტოლია, ცხიმის ფენა კი 20სმ-ს შეადგენს.