სააქციო საზოგადოება „ვანრიკ აგროს“ აქტივები აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე 2020 წლის 29 ივნისს გაიყიდა. აუქციონის სასტარტო ფასი 4 მილიონ 570 ათას 302 ლარს შეადგენდა. გამარჯვება ქართულმა კომპანია შპს (შეპესე) „ეფკომ“ მოიპოვა და „ვანრიკ აგროს“ აქტივები 12 მილიონ 339 ათას 817 ლარად შეიძინა.
„ეფკო“ კომპანიაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასა და ლურჯი მოცვის პლანტაციის 280 ჰექტარზე გაფართოებას გეგმავს.
შეგახსნებთ, სააქციო საზოგადოება „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენდა. კომპანიის მფლობელობაში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მდებარე მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციითა და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.