ლუქსემბურგის მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.2019 წლის ზაფხულში გაუქმდება მატარებლით, ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობის გადასახადი.ლუქსემბურგის საჰერცოგოს მოსახლეობა 600 ათასს შეადგენს. დამატებით 200 ათასი ადამიანი სამუშაოდ საფრანგეთიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან ჩადის.ლუქსემბურგში 110 ათას ადგილობრივ მცხოვრებზე 400 ათასი ჩასული მოდის. ამჟამად ლუქსემბურგში მატარებლით დაახლოებით ორი საათით მგზავრობა 2 ევრო ღირს, ბავშვებისა და 20 წლამდე მოზარდებისთვის კი უფასოა.