ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი და მმართველი ჟანი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჰერცოგის ვაჟმა ჰენრიმ განაცხადა. დიდი ჰერცოგი ბოლო პერიოდში თავს შეუძლოდ გრძნობდა, იგი საავადმყოფოში იყოფებოდა ფილტვების ინფექციის გამო.
ჟანი სამეფო ტახტს 36 წლის განმავლობაში იკავებდა, 2000 წელს კი მან ტახტი თავის ვაჟს ჰენრის დაუთმო. ჟანმა მეფობის წლებში მიაღწია იმდენს, რომ ლუქსემბურგი საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად ექცია. დიდი ჰერცოგი 1921 წელს იყო დაბადებული, 1953 წელს მან ბელგიის პრინცესა ჟოსეფინა შარლოტაზე იქორწინა. მათ ხუთი შვილი ჰყავთ.