2019 წლის განმავლობაში ლუქს-კლასის კატეგორიის პროდუქციის გაყიდვები მსოფლიოს აეროპორტებში 11%-ით - 17 მილიარდ 500 მილიონი დოლარიდან 19 მილიარდ 400 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ამაზე უკეთესი დინამიკა მხოლოდ ონლაინ და მონობრენდულმა მაღაზიებმა აჩვენეს. მხოლოდ 1%-იანი ზრდა აქვთ სპეციალიზირებული გაყიდვების ცენტრებსა და 5%-იანი ზრდა სავაჭრო ცენტრებს. აღნიშნულის შესახებ Adweek კვლევით კომპანია Bain&Company-ზე დაყრდნობით წერს.
მაღაზიათა ქსელ Duty Free-ს დირექტორმა აღნიშნული ტრენდი იმით განმარტა, რომ ადამიანებს მეტი დროის გატარება უწევთ აეროპორტებში. მეორე მიზეზად კი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დაასახელა. მისი თქმით, სულ უფრო მეტი მსოფლიოს აეროპორტი ახლდება და ისინი სულ უფრო ტევადი და კომფორტული ხდება.