ოპეკის მიერ დადგენი კვოტების შემცირების შედეგად, კომპანია "ლუკოილმა" უკვე დაიწყო ნავთობის მოპოვების ოდენობის აღდგენა. აღსანიშნავია, რომ კომპანია უკვე გავიდა ორი მესამედის მაჩენებელზე 2020 წლის მაისის თვესთან შედარებით, როდესაც ამოქმედდა კარტელის გარიგება. ამჟამად თავისუფალი სიმძლავრეების მოცულობა შეადგენს 90 ათას ბარელს/დღე-ღამეში, განაცხადა "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტმა კორპორატიული განვითარებისა და ინვესტორებთან მუშაობის საკითხებში პაველ ჟდანოვმა. 2020 წელს "ოპეკი +"-ის მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შემდგომი თანდათანობითი გაზრდით. შეთანხმების ფარგლებში "ლუკოილმა" გასული წლის მაისში შეამცირა წარმოება დაახლოებით 310 ათასი ბარელით/დღე-ღამეში.