ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. „ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის სცენარი არსებობს. გვჭირდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირება ისე, რომ მასთან თანამშრეომლობა შევძლო. ვინაიდან საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება,“- განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, ბელარუსის დაცვა „სამოკავშირეო სახელმწიფოს" დაცვას ნიშნავს. შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.