ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობისა და ჰოლივუდის ოქროს ხანის სიმბოლოდ მიჩნეული ოდრი ჰეპბერნის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. გამოცემების ცნობით, ჰეპბერნის შესახებ გადაღებული ფილმის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი ლუკა გუადანინო იქნება, მთავარ როლს კი ასევე ოსკარის ნომინანტი მსახიობი, რუნი მარა, შეასრულებს.
ოდრი ჰეპბერნი თითქმის სამი ათწლეულის წინ, 1993 წელს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მონაწილეობით ჰოლივუდში გადაიღეს უკვე კლასიკად ქცეული ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა რომაული არდადეგები, საუზმე ტიფანისთან და ჩემი მშვენიერი ლედი. თავისი ეპოქის მოდის სიმბოლოდ ქცეული ჰეპბერნი აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობასაც.