"დალასის" ახალწვეულმა ლუკა დონჩიჩმა "შარლოტთან" მოგებულ მატჩში კარიერაში მესამე სამმაგი დუბლი გაიფორმა. მევერიკსის" მცველმა 19 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 19 წლის დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამი სამმაგი დუბლი გაიფორმა. აქამდე ეს რეკორდი ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნოდა. მაშინ მეფე ლებრონი 20 წლის და 100 დღის იყო.