"გამღები" - თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ლუის ლოურის, 235 გვერდიანი ნაწარმოები, ჟანრი დისტოპიური რომანი. ორიგინალი 1993 წელს, ამერიკაში დაიბეჭდა და გამოცემისთანავე ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელებს შორის დაიკავა ადგილი. ის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ხუთეულში რამდენიმე კვირის მანძილზე ინარჩუნებდა პირველობას. გამოცემიდან 10 წლის მანძილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნის მიხედვით მოქმედება ახლო მომავალში, დედამწაზე ვითარდება, იქ სადაც ყველა თანასწორია, ყველას აქვს საქმე და სამუშაო, სადაც კითხვების დასმა აზრად არავის მოსდის. ყველა მორჩილია. ეს არის სამყარო, სადაც არ არსებობს კონფლიქტი, უთანასწორობა, დაპირისპირება, უმუშევრობა, უსამართლობა... და არც არჩევანი. ყველა ერთნაირია და ყველა შავთეთრად ხედავს. 12 წლის ასაკში აქ მცხოვრები თითოეული მოზარდი იღებს მისთვის წინასწარ დადგენილ ცხოვრებისეულ დანიშნულებას. წიგნის მთავარ გმირს 12 წლის ჯონასს კი საგანგებო მისია ერგება, რომლის განხორციელებისთვისაც, სასწავლებლად იდუმალ მოხუცთან ანაწილებენ. ჯონასი მოხუცთან ურთიერთობის შემდეგ ნელნელა ფერების აღქმას იწყებს და აღნიშნული სამყაროს წინააღმდეგ პროტესტი უჩნდება.