ლუის ჰამილტონის ფორმულა 1-ის მე-1000 რბოლაში გამარჯვება მოიპოვა, „მერსედესმა“ კი სეზონის მესამე რბოლაც დუბლით მოიგო. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სტარტზევე ჩამოიტოვა პოულზე მყოფი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი და რბოლის განმავლობაში ლიდერობა მხოლოდ პიტ სტოპზე ყოფნისას, მცირე ხნით დათმო.ეს ამ სეზონში ჰამილტონის მეორე, კარიერაში კი 75-ე გამარჯვებაა, რითაც ჩემპიონატში ლიდერობა ბოტასს ჩამოართვა. სებასტიან ფეტელი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. და ამისთვის მას შუა რბოლისას, მაქს ფერსტაპენის შეტევის მოგერიება დასჭირდა. საინტერესოა, რომ ამ სეზონში გამრთულ სამ რბოლაში, პოულიდან რბოლის დამწყებმა, გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ავსტრალიაში ჰამილტონი პოულზე იყო, რბოლაში კი ბოტასმა გაიმარჯვა, ბაჰრეინში კი პოულზე შარლ ლეკლერი იდგა, მაგრამ ფინიშთან პირველი ჰამილტონი მივიდა.