შეერთებული შტატების დიდი პრიზის რბოლაში მეორე ადგილის დაკავებით, ლუის ჰამილტონმა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის მეექვსე ტიტული, სეზონის დასრულებამდ ეორი ეტაპით ადრე გაიფორმა. რბოლა მისმა თანაგუნდალმა ვალტერი ბოტასმა მოიგო, ვინც ტიტულისთვის ბრძოლაში, ჰამილტონის ერთადერთ კონკურენტად რჩებოდა. მან უკეთესი სტრატეგიით მიღებული უპირატესობით ისარგებლა, უკან ჩამოიტოვა ბრიტანელი და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ამგვარად, ჰამილტონს ერთი ტიტული აკლია მიხაელ შუმახერის რეკორდულ 7 ტიტულამდე.