ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაის ინფორმაციით, ქალაქ სევეროდენეცკში 8 000-მდე, ლისიჩანსკში კი - 10 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ,,ვინარჩუნებთ ლუგანსკის რეგიონის მცირე ნაწილის თავდაცვას. ასე რომ, ჩვენს სამხედროებს აქვთ დრო თავდაცვითი ნაგებობების ასაგებად“-განაცხადა გაიდაიმ. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა ქალაქი ლისიჩანსკი დატოვეს.