ავიაკონცერნი Lufthansa საკუთარი თვითმფრინავების ბორტზე უფასო კვებაზე უარს ამბობს.
როგორც გამოცემა Suddeutsche Zeitung-ი კომპანიის მართველთა საბჭოს წევრზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული ცვლილება 2021 წლის მარტიდან ამოქმედდება. მისი თქმით, Lufthansa აპირებს შესთავაზოს საჭმელი და სასმელი მგზავრებს, ოღონდ უფასოდ არა.
ამჟამინდელი წესით, თუ ფრენის ხანგრძლივობა 65 წუთზე ნაკლებია, Lufthansa-ს მგზავრები ფუნთუშებს იღებენ, ხოლო 65 წუთიდან სამ საათამდე ფრენის შემთხვევაში კი სენდვიჩებს, 181 წუთიდან კი რაციონში შედის ცხელი საკვებიც. ამასთან, 50 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ფრენისას კლიენტები სასმელს უფასოდ იღებდნენ.