გერმანული ავიაკომპანია Lufthansa განცხადებას ავრცელებს და პირველ ფინანსურ კვარტალს დადებითად აფასებს. ავიაკომპანიის სუფთა ზარალმა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიკლო, რაც ხარჯების შემცირებამ გამოიწვია.
პირველ კვარტალში სუფთა ზარალმა მილიარდ 50 მილიონი ევრო შეადგინა, რაც მილიარდ 270 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული სუფთა ზარალის თითქმის ნახევარია. აგრეთვე, მოიკლო გადასახადებისა და პროცენტების გადახდამდე დაზუსტებულმა ზარალმაც (EBIT) და პირველ კვარტალში მილიარდ 140 მილიონი ევრო შეადგინა.
ავიაკომპანიაში მოელიან, რომ მეორე კვარტალში მოთხოვნა თანდათან გაიზრდება, ხოლო წლის მეორე ნახევარში საავიაციო ბაზარი მნიშვნელოვნად აღდგება.