გერმანიის უმსხვილესი ავიაგადამზიდი კომპანია Lufthansa აცხადებს, რომ ზაფხულის პერიოდში აუქმებს 2 ათასზე მეტ ავიარეისს ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიდან პერსონალის უკმარისობის გამო.
ორი კვირის წინ კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აუქმებდა 900-ზე მეტ შიდა რეისს ევროპის მასშტაბით, რომელიც უქმეებზე უნდა განხორციელებულიყო. „ახლა კი Lufthansa აცხადებს, რომ აუქმებს 2,2 ათას რეისს დაგეგმილი 80 ათასი რეისიდან ფრანკფურტის და მიუნჰენის ჰაბებიდან სხვა სამუშაო დღეებშიც კი.
Lufthansa-ში განმარტავენ, რომ კომპანია განიცდის სერიოზულ დანაკლისს დასაქმებულების მხრივ, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა მათი ზაფხულის გეგმები.ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ასევე შეიძლება შეიცვალოს ფრენის განრიგიც.