გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ბიზნეს-მგზავრობების დასაბრუნებლად ფრენების რაოდენობის გაზრდასა და კვების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ Reuters ავიაკომპანიის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, კრისტინა ფოერსტერმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის Lufthansa-ს 2019 წლის, ანუ კორონაპანდემიამდელი მგზავრების რაოდენობის, დაახლოებით, 50% ჰყავს გადაყვანილი, ხოლო მიმართულებები 88%-მდე აღადგინა.
გარდა ამისა, ავიაკომპანია განსაკუთრებით პოპულარულ მარშრუტებზე შუადღის რეისს დაამატებს, ხოლო 1-ლი სექტემბრიდან პრემიუმ მომხმარებლებისთვის ახალ მენიუს შემოიღებს, რომელშიც გერმანული და ინტერნაციონალური სამზარეულო გაერთიანებული იქნება.