გერმანული ავიაკომპანია „ლუფთანზას“ თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუცია განხორციელდა. ამის მიზეზი ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინება გახდა. ინციდენტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის აეროპორტში მოხდა. სერბული მედიის ცნობით, ბორტზე 130 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი აფრენას იწყებდა, როდესაც პოლიციამ შეტყობინება მიიღო. ლაინერის ბორტს სამართალდამცავი უწყება ამოწმებს. ჯერჯერობით უცნობია, განგაში ცრუ იყო თუ არა. პოლიცია ცდილობს დაადგინოს იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ბომბის არსებობის შესახებ დარეკა.