უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, 1,2 ადამიანიდან, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ ქვეყნიდან იძულებით გაიყვანეს, 200 000-ზე მეტი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეროვნულ ტელევიზიაში გამოსვლისას, ლუდმილა დენისოვამ მოსკოვი დაადანაშაულა იმაში, რომ სურს, ბავშვები რუსეთის მოქალაქეებად აქციოს.
,,როდესაც ჩვენი შვილები წაყვანილი არიან, ისინი ეროვნულ იდენტობას ანადგურებენ, ჩვენს ქვეყანას მომავალს ართმევენ. ჩვენს შვილებს იქ რუსულად ასწავლიან ისტორიას, რომელიც პუტინმა ყველას უამბო", - განაცხადა დენისოვამ.