ლოს- ანჯელესში "გრემის" რიგით 59-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი ადელი გახდა. მომღერალი 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ხუთივეში გაიმარჯვა. მისი მთავარი კონკურენტი ბიონსე იყო. ადელმა გრემი სიმღერისთვის Hello სამ ნომინაციაში: წლის ჩანაწერი და წლის საუკეთესო სოლო წარმოდგენისთვის და წლის სიმღერისთვის, დაიმსახურა. მისმა ალბომმა "25"- მა კი ცალკე ორი გრემი: საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისა და წლის ალბომისთვის მიიღო. ადელი პირველი მომრერალია, რომელმაც ალბომისა და სიმღერის ჩანაწერისთვის გრემი ორჯერ მიიღო.