ლოს-ანჯელესში Emmy 2021-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც შოუ ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა, წელს მონაწილეები კვლავ წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ. საუკეთესო დრამატულ სერიალად Netflix-ის "გვირგვინი“ ("The Crown") დასახელდა, საუკეთესო კომედიურ სერიალად „ტედ ლასო“ ("Ted Lasso"), წლის საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაში Netflix-ის „ლაზიერის გამბიტმა“ გაიმარჯვა. საუკეთესო მსახიობ ქალად დრამატულ სერიალში ოლივია კოლმანი დასახელდა ფილმისთვის „გვირგვინი", დრამატული სერიის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი - ჯოშ ო'კონორი იმავე ფილმში შესრულებული როლისთვის. ვირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად ორგანიზატორებმა შოუს ღია ტიპის ტენტში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. სტუმრების რაოდენობა 500-მდე იყო შეზღუდული.