ლოს - ანჯელესში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში გაჩნდა, რის შემდეგაც ის სწრაფად გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა.ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი გადაიკეტა.ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ლოს - ანჯელესის მახლობლად მდებარე ბურბანკისა და გლენდეილის დასახლებებში მოსახლეობა 700-ზე მეტი საცხოვრებელი სახლიდანაა ევაკუირებული.ბოლო ცნობით, 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობია დამწვარი. ხანძრის ლიკვიდაციას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ადგილზე ასობით მეხანძრეა მობილიზებული