ლონდონში მომხდარი თავდასხმის დროს 48 წლის პოლიციელი კიტ პალმერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სკოტლანდ იარდზე დაყრდნობით, ბრიტანული მედია ავრცელებს. როგორც ნცობილი გახდა, პალმერი სწორედ ის პოლიციელია, რომლის გადარჩენასაც საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის მინისტრი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ტობიას ელვუდი ცდილობდა. მაღალჩნოსანი ვესტმინსტერის ხიდზე თავდასხმის თითმხილველი გახდა. პოლიტიკოსი შეეცადა დაჭრილი პოლიციელისთვის სისხლდენა შეეჩერებინა.
შეგახსენებთ, ლონდონში პარლამენტრსა და უესტმინსტერის ხიდზე თავდასხხმები განხორციელდა, ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 5 ხოლო დაშავებულია 40 ადამიანი. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს.
იხილეთ:
ლონდონის ტერქატისას დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა