ლონდონში ანტირასისტლი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ლონდონში სამართალდამცავებმა 12 დემონსტრანტი დააკავეს, დაშავებულია 8 პოლიციელი. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციას ფეიერვერკები, შუშის ბოთლები და საგზაო ნიშნები ესროლეს.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბრისტონშიც, სადაც დემონსტრანტებმა მე-17 საუკუნის მონებით მოვაჭრის ედვარდ კოლსტონის ქანდაკება ჩამოაგდეს.
ცნობისათვის, აშშ-ში, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ, ანტი-რასისტული საპროტესტო აქციები არ წყდება. ამერიკელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ და რასიზმსა და პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.