13:54
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ლონდონში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან
03-12-2019

ლონდონში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან. ბრიტანეთის დედაქალაქი დღეს ალიანსის 70-ე წლისთავს აღნიშნავს.

ლიდერებს შორის არიან შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ბორის ჯონსონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მსოფლიო ლიდერებს სპეციალურ სადილზე, დედოფალი ელიზაბეთ მეორე ბუკინგემის სასახლეში უმასპინლებს.

"ოთხშაბათს ლიდერები შეხვდებიან, რათა უსაფრთხოების საკითხები გადაჭრან და გადაწყვეტილებები მიიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნატო მომავალზე მორგებული ალიანსია. მოსალოდნელია, რომ მონაწილეები შეთანხმდნენ რიგი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის მოკავშირეთა ძალების მზადყოფნის გაუმჯობესებაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ნატოს მოქმედების გეგმის განახლებაზე. ლიდერები ასევე დისკუსიას გამართავენ რუსეთის საკითხზე, იარაღის კონტროლსა და ჩინეთზე", - ნათქვამია ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

AutoPlay
საია-ს ანგარიშის მიხედვით, გაიზარდა დაუსაბუთებელი გირაოსა და პატიმრობის მაჩვენებელი
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
პროკურორის განცხადებით, მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ჩოლოიანის მხრიდან ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
ეკა ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტს ბიუროს სხდომაზე შეკამათება მოჰყვა
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
ინდოეთში, ბოლო 4 დღეში, კორონავირუსის 100 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მაიკ პომპეო - მსოფლიო არ მისცემს პეკინს უფლებას, სამხრეთ ჩინეთის ზღვას, როგორც საკუთარ საზღვაო იმპერიას, ისე მოეპყროს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სამეგრელოში წლის ბოლოს ორი პროექტის: საკანალიზაციო სისტემის და გამწმენდის მშენებლობა სრულდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები