ლონდონში 24 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგულად 65 ადამიანი ითვლება. ამის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ისინი ხანძრის დროს სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ოფიციალურად ცნობილია, რომ ტრაგედიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე მათგანის ცხედარი იდენტიფიცირებულია. თუმცა ზოგიერთი მათგანის ამოცნობა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, საცხოვრებელ კომპლექსში ცეცხლი 14 ივნისს გაჩნდა, ლოკალიზებას კი 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა.