ლონდონში ქემდენის ცნობილი ბაზრობა დაიწვა. ამის შესახებ როიტერი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, შემდეგ მესამე სართულსა და სახურავს მოედო. ცეცხლის ლოკალიზებისთვის 70-ზე მეტი მეხანძრე იბრძოდა. შემტხვევის გამომწვევ მიზეზებზე, დაღუპულთა და დაშავებულთა შეასახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.