ლონდონში ჰემფსტედის რაიონში მდებარე ხუთსართულიან შენობაში ხანძარია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი მეოთხე სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა და ზედა სართულსაც მალევე მოედო. ადგილზე მობილიზებულია სახანძროს, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები. ცეცხლის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. მანამდე კი მაშველებმა შენობიდან 50-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება. ზარალისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.