ლონდონში 27 სართულიანი საცხოვრებელი სახლის დაწვას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაცია მეხანძრეებმა გაავრცელეს, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებიათ. ლონდონის სასწრაფო დახმარების სერვისის ცნობით, საავადმყოფოებში 50-ზე მეტი დაშავებულია გადაყვანილი. საცხოვრებელ კომპლექს „გრენდელფ თაუერში“ ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.