ლონდონში ერთ-ერთ მეჩეთთან სროლა იყო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მეჩეთში მორწმუნეები სალოცავად იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს იარაღიანი ადამიანი როგორ შევიდა მეჩეთში, მორწმუნეებმა, იგი მეჩეთიდან გაიყვანეს, სწორედ ამის შემდეგ იყო სროლა. დაშავებულები არ არიან.
ლონდონის პოლიციის ცნობით, ისინი მომხდარს ტერორიზმს ვერ უკავშირებენ. მეჩეთის იმამმა მუსლიმანებს მოუწოდა თავიდან აირიდონ სპეკულაციები და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში მომხდარი მასობრივი ტერაქტების გამო მსოფლიოს არაერთ ქალაქში რელიგიურ შენობებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.