00:55
20 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
ლონდონში Brit Awards-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
16-05-2021

ლონდონში პრესტიჟული ბრიტანული მუსიკალური პრემიის, Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიება არენა O2-ზე გაიმართა, მას 4000 სტუმარი დაესწრო, რომლებსაც არც პირბადეების ტარება მოეთხოვებოდათ და არც სოციალური დისტანციის დაცვა.
დუა ლიპამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ის წლის საუკეთესო ქალ შემსრულებლად აღიარეს, მისი ჩანაწერი Future Nostalgia საუკეთესო ალბომად დასახელდა. ჯილდოს მიღებისას მომღერალმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს მიმართა და მედპერსონალისთვის ხელფასების მომატებისკენ მოუწოდა.
წლის საუკეთესო კაც შემსრულებლად J Hus-ი დასახელდა, საუკეთესო ჯგუფის წოდება კი Little Mix-მა მოიპოვა. საუკეთესო ბრიტანულ სინგლად ჰარი სთაილზის Watermelon Sugar დაასახელეს.
თავდაპირველად ღონისძიება 3 თვის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, ის გადაიდო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები