ლონდონში ათასობით ადამიანი შეუერთდა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ აქციას. "კლიმატის ამბოხი" ასე ჰქვია აქციას, რომლის ფარგლებშიც ლონდონში არაერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა და ცალკეული ბიზნესების მუშაობა შეფერხდა. აქციის მონაწილეები ეკოლოგიური კრიზისის გამწვავებას აპროტესტებენ. მსვლელობის გამო გადაიკეტა ვატერლოოს ხიდი. აქტივისტებმა სიმბოლურად შეკრების ადგილზე ხეები და ყვავილები მიიტანეს და მინიატურული პარკი მოაწყვეს. "კლიმატის ამბოხი" ბრიტანეული გარემოსდამცველთა ჯგუფის კამპანიას წარმოადგენს, რომელსაც მომდევნო დღეებში მსოფლიოს მასშტაბით 33 ქვეყნის 80 ქალაქში შეუერთდება.