ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა, რომლებმაც საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველებს ბოთლები ესროლეს. ლონდონის ქუჩებში აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც 22 ივლისს პოლიციის დევნის შედეგად 20 წლის რაშან ჩარლზი გარდაიცვალა. პოლიციის ოფიცერმა მისი პირიდან საეჭვო ნივთის ამოღება სცადა. მისი სიკვდილის გამო გამართული საპროტესტო აქცია ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციის წარმოამდგენლის განცხადებით, აქცია დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს, რამდენიმე ადგილას კი ცეცხლის კერები გააჩინეს. ღამით გამართული აქციისას ქალაქის ინფრასტრუქტურა და კერძო საკუთრებაც დაზიანდა.