ლონდონში, პარლამენტის შენობასთან 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა. პოლიცია ეჭვობს, რომ მას ტერაქტის განხორციელება სურდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.დაკავებულისგან ორი დანა ამოიღეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებისას არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.უაითჰოლის ქუჩა, რომელიც პარლამენტს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციასთან აკავშირებს, ამ დროისთვის გადაკეტილია. მამაკაცის დაკავებისას პრემიერმინისტრი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.