ლონდონის ტერაქტის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სკოტლანდ იარდი ავრცელებს. კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მარკ როულის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით, ჯამში 9 ადამიანი დააკავეს, თუმცა ერთ ქალბატონი გირაოთი გაათავისუფლეს. პოლიცია გამოძიებას განაგრძობს, ამ ეტაპზე ზუსტდება რა სახის კავშირი ჰქონდა მასუდს ტერორისტებთან. მარკ როუსლიმ ასევე 52 წლის თავდამსხმელის დაბადების სახელი და გვარიც გაასაჯაროვა, როგორც გაირკვა ხალიდ მასუდი სინამდვილეში ადრიან რასელ აჯაო იყო.