ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები ლიკვიდირებულები არიან. როგორც ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილის ლიკვიდიცია მოახერხა.მათივე ინფორმაციით, სამივე თავდამსხმელს ტანზე შაჰიდის ქამრის მსგავსი ჰქონდათ, თუმცა იქ არ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რეალური საფრთხის შემცველი არ იყო.ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიციამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა.
იხილეთ:
პანიკა და არეულობა: რა ხდებოდა ლონდონის ხიდთან ერთ-ერთ ბარში თავდასხმის შემდეგ?