ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, მტკიცებით, ლონდონის ერთ-ერთმა საუკეთესო საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ ტელეკომპანიების, „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილისშესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. ზაზა ხატიაშვილის თქმით, აღნიშნული დასკვნა ქართული სამართალდამცავი სისტემისთვის უპრეცედენტოა. ადვოკატი „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ამასთან, ზაზა ხატიაშვილი გეგმავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურას გადასცეს, რათა უწყებამ დაადგინოს, ვინ და როგორ დაამონტაჟა აღნიშნული ჩანაწერი.